თავში

მამაკაცმა რუსთავში 70 წლის დედას სცემა

მამაკაცმა რუსთავში 70 წლის დედას სცემა
მამაკაცმა რუსთავში 70 წლის დედას სცემა

რუსთავში, 50 წლამდე მამაკაცმა, 70 წლის დედას სცემა. 

მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი სახლში არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა. დედა-შვილს შორის სიტყვიერი კონფლიქტი წარმოიშვა, რის შემდეგაც მამაკაცი ქალს ფიზიკურად გაუსწორდა.

მომხდარის შესახებ მეზობლებმა პოლიციას აცნობეს, რის შემდეგაც მამაკაცი ადგილზე დააკავეს.

მას აღნიშნულ იციდენტამდე, წარსულში მომხდარი ფაქტის გამო უკვე ჰქონდა გამოწერილი შემაკავებელი ორდერი. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, მამაკაცი სსსკ-ის 11 და 381-ე პრიმა მუხლებით გათვალისწინებული შემაკავებელი ორდერით მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system