თავში

მამაკაცს, რომელმაც სტუმარი სამზარეულოს დანით მოკლა პატიმრობა შეეფარდა

მამაკაცს, რომელმაც სტუმარი სამზარეულოს დანით მოკლა პატიმრობა შეეფარდა
მამაკაცს, რომელმაც სტუმარი სამზარეულოს დანით მოკლა პატიმრობა შეეფარდა

მარტვილის სოფელ ტალერში, 39 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ჯემალ ნაჭყებიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

როგორც ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ის თავს იცავდა და იძულებული იყო 39 წლის მამაკაცი მოეკლა.

"შობის ღამეს მოვიდნენ ჩემთან. სუფრა გაშლილი იყო. დალია 4-5 ჭიქა, რის შემდეგაც დაიწყო ჩემი ოჯახის საქმის გარჩევა. რატომ ცხოვრობ საზღვრებს გარეთ, როდესაც შენი ცოლი აქ მარტო წვალობსო. ამაზე წავკინკლავდით, მერე წავიდა. ისევ მოვიდა, დედაჩემმა უთხრა წადი შვილი სახლში, რა დროსაც ხელი ჰკრა და შეაგინა. მერე მე დამიძახა მოდი აქო. განერვიულებულმა რა ავიღე ხელში არც მახსოვს. შეშინება მინდოდა, ვუთხარი წადი თორემ მოგკლავ, რა დროსაც ყელში მწვდა. დავარტყი, მაგრამ არ მახსოვს რამდენჯერ და სად", - განაცხადა ბრალდებულმა.

საქმის მასალების მიხედვით, ნაჭყებიამ საკუთარ სახლში 39 წლის მამაკაცი სამზარეულოს დანით მოკლა. შემთხვევიდან მალევე ის სამართალდამცავებმა დააკავეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system