თავში

მამაკაცს, რომელმაც ტაქსის მძღოლი მანქანაში დაწვა, პატიმრობა შეეფარდა

მამაკაცს, რომელმაც ტაქსის მძღოლი მანქანაში დაწვა, პატიმრობა შეეფარდა
მამაკაცს, რომელმაც ტაქსის მძღოლი მანქანაში დაწვა, პატიმრობა შეეფარდა

23 წლის მამაკაცს, რომელმაც სოფელ ყარაჯალაში ტაქსის მძღოლი მოკლა და შემდეგ მისი ცხედარი მანქანაში დაწვა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიან გირაოს ითხოვდა. ადვოკატის შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

პროკურორის მოთხოვნით, ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება, რადგან გამოძიება ეჭვობს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებული შეურაცხადი იყო, რადგან დანაშაულის სხვა რეალური მოტივი ამ ეტაპზე არ ვლინდება.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 თებერვალს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსის მძღოლს – 1956 წელს დაბადებულ დ.შ.-ს სხეულზე სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოკლულის ავტომობილში მოათავსა, ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს.

დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system