თავში

მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის  მამაკაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუმარტეს, რომ აღნიშნულ საქმეზესთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ. 

მამაკაცი, რომელმაც მცხეთაში, სოფელ მუხრანში მამა და ბაბუა მოკლა, ციხიდან 10 დღის წინ გათავისუფლდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის წარსულში ნასამართლევია და სასჯელს 14 წლის განმავლობაში იხდიდა.

მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი.

სოფელ მუხრანში ყვებიან, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ოკინაშვილმა მამა და ბაბუა სასიკვდილოდ შურისძიების გამო გაიმეტა.

როგორც მეზობლები ამბობენ, ახალგაზრდა ბაბუას დედაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, მამაზე კი ამბობდა, რომ სწორედ მან გაუშვა ციხეში 14 წლის ასაკში.

ცნობისთვის, ორმაგი მკვლელობის შემდეგ ახალგაზრდა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system