თავში

მამა-შვილის დაჭრის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოიძიებს

მამა-შვილის დაჭრის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოიძიებს
მამა-შვილის დაჭრის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოიძიებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში, საოკუპაციო ხაზთან პოლიციელების მიერ მამა-შვილის დაჭრის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოიძიებს. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდება. 

"2021 წლის 30 აპრილს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რამაც ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას", - განუცხადეს Report.ge-ს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. 

 ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში ახალგაზრდა მამაკაცი და მისი მამა პოლიციის თანამშრომლებმა დაჭრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system