თავში

მამიდაშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მამიდაშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
მამიდაშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

15 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ფოთის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატ ჯიტა გულუას განცხადებით, პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობდა.

სამართალდამცველებმა ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი 31 ივლისს დააკავესდაკავებულს ბრალად საკუთარი მამიდაშვილის გაუპატიურება ედება.

დაკავებული ბრალს კატეგორიულად უარყოფს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე გ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system