თავში

მამუკა ჭელიძე: გამოკითხულია თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგი

მამუკა ჭელიძე: გამოკითხულია თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგი
მამუკა ჭელიძე: გამოკითხულია თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი ფსიქოლოგიურ კონსულტაციით სარგებლობდა, - ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე გამოძიება ამ ეტაპზე არ ასახელებს, თუ რა ინფორმაცია მიიღეს ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგისგან. 

 "ბავშვს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების მიერ დაკითხულია. დეტალებზე, თუ რაზე ისაუბრა ფსიქოლოგმა, ამაზე საუბარი არ იქნება სწორი, ოჯახი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია დღეს და არ გვინდა კიდევ უფრო დავამძიმოთ. გიდასტურებთ, რომ მას ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელთანაც ჰქონდა კონსულტაციები."  - განაცხადა მამუკა ჭელიძემ. 

ცნობისთვის, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი, 4 დღის შემდეგ, გუშინ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სახლშიგადაასვენეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system