თავში

მამუკა ხაზარაძე: ამ ქვეყანას არ ეღირსა სამართლიანი სასამართლო

მამუკა ხაზარაძე: ამ ქვეყანას არ ეღირსა სამართლიანი სასამართლო
მამუკა ხაზარაძე: ამ ქვეყანას არ ეღირსა სამართლიანი სასამართლო

"მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო განგებას, რომ ჩემ თავზე მომიწია და მიწევს ამ აბსურდის მოსმენა",- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესის კომენტირებისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილისგან მართულია.

"ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე რომელიც დაიწყო წელიწადნახევარია, ჩვენს წინააღმდეგ. სამწუხარო რეალობაა, რომ ქართული პროკურატურა არის ჯიბის პროკურატურა ისევე როგორც სასამართლო სისტემა. სამწუხაროდ ამ ქვეყანას არ ეღირსა სამართლიანი სასამართლო და სამართალი ზოგადად. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო განგებას, რომ ჩემ თავზე მომიწია და მიწევს ამ აბსურდის მოსმენა და ამ საქმეში მონაწილეობა. მე წარმომიდგენია, რა დღეში არიან მოქალაქეები, რა დღეში იყვნენ და რა დღეში იქნებიან თუ ეს სისტემა დარჩა",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system