თავში

მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში დაიბარეს

მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში დაიბარეს
მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში დაიბარეს

თბილისის პროკურატურაში დღეს „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ელოდებიან. ხაზარაძე პროკურატურაში 14:00 საათზეა დაბარებული. ის სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოიკითხება.

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ უკვე გამოკითხა ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ამავე არხის წამყვანი ინგა გრიგოლია, „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ინწკირველი,  ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელი მიშა მშვილდაძე და ჟურნალისტი ელისო კილაძე. დაიკითხნენ სხვადასხვა მედიის რეპორტიორები.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system