თავში

მარიამ კუბლაშვილი: მორის მაჩალიკაშვილთან შესაძლოა გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება

მარიამ კუბლაშვილი: მორის მაჩალიკაშვილთან შესაძლოა გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება
მარიამ კუბლაშვილი: მორის მაჩალიკაშვილთან შესაძლოა გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება

მორის მაჩალიკაშვილთან შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს, - ამის შესახებ განცხადება ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა გააკეთა, რომელი დღეიდან მორის მაჩალიკაშვილის უფლებებს დაიცავს.

"ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე დღეში მორის მაჩალიკაშვილი დატოვებს დაწესებულებას. შესაძლოა გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება თუმცა ამ დროს შინაარსს აქვს დიდი მნიშვნელობა. მორის მაჩალიკაშვილი თვიდანვე ამბობდა, რომ ის ბიძის დასახმარებლად იყო მისული და ხალხმრავლობაში ის უპირატესად თვლიდა უსაფრთხოება დაეცვა და არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნებს, გამოსულიყო და დაეტოვებინა ტერიტორია. მორის მაჩალიკაშვილი არცერთ შემთხვევაში არ აღიარებს, რომ ის რაიმე პოლიტიკური მიზნით იყო იქ მისული და ქვეყნის გადატრიალებას აპირებდა. ის იყო საკუთარი ბიძის დასახმარებლად და მის გამოსაყვანად. ამ შინაარსის აღიარების ნაწილში თუ დაგვეთანხმება პროკურატურა ვიმედოვნებთ, რონ არსებითი საქმე მოლაპარაკებით დასრულდება, ძალიან მალე ის დატოვებს დაწესებულებას. დასრულებულია ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა," - განაცხადა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system