თავში

მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან გათავისუფლდა

მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან გათავისუფლდა
მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან გათავისუფლდა

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებისთვის მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან გათავისუფლდა.

ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განმარტებით ჩოლოიანი პირობით ვადამდე  ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.

მარიანა ჩოლოიანმა პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა.

შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძე, დაკითხვის შემდეგ თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. მოზარდი 2019 წლის 17 დეკემბერს იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

მის მიმართ განხორცილებული ზეწოლისა და ჩვენების იძულებით მიცემის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა.

დაკავებულ გამომძიებელს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეეფარდა. მას 2020 წლის 7 სექტემბერს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system