თავში

მარიანა ჩოლოიანს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მარიანა ჩოლოიანს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
მარიანა ჩოლოიანს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლემ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გარდა ამისა, მას ორი წლით სამართალდამცავ ორგანოებში საქმიანობის უფლება ჩამოერთვა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა.

შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძე, დაკითხვის შემდეგ თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. მოზარდი 2019 წლის 17 დეკემბერს იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

მის მიმართ განხორცილებული ზეწოლისა და ჩვენების იძულებით მიცემის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა.

დაკავებულ გამომძიებელს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეეფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system