თავში

მარიხუანის კულტივაციისთვის დაკავებულის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

მარიხუანის კულტივაციისთვის დაკავებულის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია
მარიხუანის კულტივაციისთვის დაკავებულის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში, დიდი რაოდენობით მარიხუანას კულტივაციის საქმეზე ბრალდებული ავთო მეტრეველის პროცესი გაიმართა. სასამართლო სხდომაზე, მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს 4 წლით პირობითი სასჯელი და 4000 ლარი შეეფარდა. საქმე ეხება 20 კგ-მდე მარიხუანის კულტივაციას, რისთვისაც ბრალდებულს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

სხდომას "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და პარტიის სხვა წევრები ესწრებოდნენ. 

ცნობისთვის, "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კანაფის კულტივაციისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს. ზურაბ ჯაფარიძემ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეიტანა. ჯაფარიძე სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლს ასაჩივრებს, რომელიც კანაფის კულტივაციისთვის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, კანაფის კულტივიზაციისთვის დღეს არსებული სასჯელი სიგიჟეა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system