თავში

მარნეულის მერიასთან გამართულ აქციაზე 6 პირი დააკავეს

მარნეულის მერიასთან გამართულ აქციაზე 6 პირი დააკავეს
მარნეულის მერიასთან გამართულ აქციაზე 6 პირი დააკავეს

მარნეულში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე, სადაც მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ, პოლიციამ 6 პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, დღეს მარნეულში სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტის გიორგი მუმლაძის ძმის, სიმონ მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებდნენ, ისინი მერიის გადაწყვეტილებას მუმლაძის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.

ადგილზე სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს, მათ შორის გიორგი მუმლაძე. 

სიმონ მუმლაძე მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, გუშინ კი მას უთხრეს, რომ ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ.

ცნობისთვის, გიორგი მუმლაძემ რამდენიმე დღე პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა, სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

შსს-ს ცნობით, მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, გიორგი მუმლაძის დაკავებაზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.

გიორგი მუმლაძეს ბრალი ოფიციალურად 15 აპრილს წაუყენეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system