თავში

მარნეულში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მამაზე თავდასხმისთვის 2 პირს ბრალი წარუდგინეს

მარნეულში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებუ
მარნეულში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მამაზე თავდასხმისთვის 2 პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მამის მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინა.

21 ივლისს მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი მოკლა. მან დამიზნებით ესროლა მეუღლეს, მის ძმასა და მშობლებს. ახალგაზრდა ქალი და მისი მამა დაიღუპნენ. ხოლო დედამ და ძმამ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. პოლიციამ ბრალდებული დააკავა.

მომხდარი დანაშაულის შემდეგ გარდაცვლილის ნათესავები ბრალდებულის მამის საცხოვრებელს სახლში მივიდნენ, რა დროსაც მას სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენეს. ერთ-ერთმა მათგანმა კი ეზოში გაჩერებული ორი ავტომანქანა დააზიანა. 

პროკურატურამ დაკავებულებს ტ.პ-სა და ი.პ-ს ბრალი წარუდგინა. 

ტ.პ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ი.პ.-ს 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) წარედგინა ბრალდება, რაც ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system