თავში

მარნეულში მომხდარ თავდასხმებზე გამოძიება დაიწყო

მარნეულში მომხდარ თავდასხმებზე გამოძიება დაიწყო
მარნეულში მომხდარ თავდასხმებზე გამოძიება დაიწყო

მარნეულში მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით, მათ შორის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე, დაწყებულია ძიება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ლაშა გოგნიაშვილმა განუცხადა.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ჯერ დაკავებული არავინაა.

"როგორც კი მივიღეთ შეტყობინება, ეკიპაჟები მალევე მოვიდა შემთხვევის ადგილზე. შსს-მ დაიწყო მყისიერი გამოძიება, იკითხება დანაშაულის შემსწრე და დაზარალებული პირები, მივიღებთ კანონის შესაბამის გადაწყვეტილებებს," - განაცხადა ლაშა გოგნიაშვილმა.  

შეგახსენებთ, დღეს, მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თავს დაესხნენ.

ასევე, მარნეულში თავს დაესხნენ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ოპერატორს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system