თავში

მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დააკავეს

მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დააკავეს
მარნეულში ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დააკავეს

მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ქველაძე დააკავეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, დიანა მარტიაშვილმა მარნეულის პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მარტიაშვილის თქმით, ის გამომძიებელმა დაიბარა განყოფილებაში, რათა მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ლაშა ქველაძე დაზარალებულად ეცნოთ, თუმცა ის დააკავეს.

„ამ საქმეში ამ წუთებში ჩავერთე. როგორც „ქართულ ოცნებას“ სჩვევია, მოტყუებით და ასეთი ხერხით დამიბარა გამომძიებელმა, თითქოს უნდა ეცნოთ დაზარალებულად. ამ დროს ასეთი სიურპრიზი მოგვიწყვეს. დააკავეს 162-ე პრიმა მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. ეს მუხლი გულისხმობს კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნოდ აგიტაციის ან კამპანიის დროს ძალადობას, ძალადობის მუქარას“, – განაცხადა დიანა მარტიაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system