თავში

,,მართლა ფიქრობთ, რომ მსგავს შეთავაზებას წამოვეგები?!" - ელისო კილაძე

,,მართლა ფიქრობთ, რომ მსგავს შეთავაზებას წამოვეგები?!" - ელისო კილაძე
,,მართლა ფიქრობთ, რომ მსგავს შეთავაზებას წამოვეგები?! - ელისო კილაძე

ჟურნალისტი და ,,ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მუშაობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ მას უცხო ადამიანები სატელიტის ფოტოებს უგზავნიან.

,,ასეთი ერთუჯრედიანები რატომ ხართ? ჩატი გავხსენი და რამდენიმე უცხო პროფილი მთავაზობს სატელიტის ფოტოებს, მათ შორის ფასიანს. მართლა ფიქრობთ რომ მსგავს შეთავაზებას წამოვეგები?! შემიძლია პროკურატურასთან გადაგამისამართოთ!", - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თავდაპირველად სატელიტის ფოტოები, ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გაავრცელა. 18 სექტემბერს კი, გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ადვოკატის მიერ გავრცელებული ე.წ სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია.

მოგვიანებით კი, მიხეილ რამიშვილმა იმ პირის ვინაობა დაასახელა, ვინც მას სატელიტის ფოტოები მიაწოდა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system