თავში

მძღოლს, რომელმაც 16 წლის გოგო იმსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა

მძღოლს, რომელმაც 16 წლის გოგო იმსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა
მძღოლს, რომელმაც 16 წლის გოგო იმსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა

რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ report.ge-ს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

,,პროკურატურამ რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვანი გოგონას გარდაცვალება გამოიწვია, გ.დ-ს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 22:45 საათზე, რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა გ.დ.-მ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა და თავისივე სამოძრაო ზოლში შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ე.ბ.-ს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გ.დ.-მ არ გააჩერა ავტომობილი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

სამართალდამცველებმა გ.დ. 29 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 128-ე მუხლით (დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფება და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად) დღეს წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", -აღნიშნულია ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system