თავში

მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სააკაშვილს სასამართლოზე დასწრება სურს - ადვოკატი

მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სააკაშვილს სასამართლოზე დასწრება სურს
მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სააკაშვილს სასამართლოზე დასწრება სურს - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტს ხვალინდელ პროცესზე დასწრება სურს.

მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილს ისევ არ მიეცემა პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის ეშინია.

"ხვალ არის პიჯაკების საქმე, ჩანიშნულია 11:00 საათზე. სასამართლოდან მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით, გაიგზავნა პარასკევს, შესაბამისად, ყველანაირი სამართლებრივი პროცედურული საფუძველი, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის არსებობს.

მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება, უშუალოდ მიიღოს პროცესში მონაწილეობა, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ეს უშუალობა და მიხეილ სააკაშვილი წარმოადგინოს სასამართლოს წინაშე. ჯანმრთელობის მდგომარეობა არის, რა თქმა უნდა, ძალიან რთული და მძიმე, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მოიკრებს მაქსიმალურად ძალ-ღონეს და დაესწრება ამ პროცესს. მთავარია, უზრუნველყონ მისი გადაყვანა, არ გადაყვანის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system