თავში

მეგი ბაქრაძის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს

მეგი ბაქრაძის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს
მეგი ბაქრაძის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს

გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის მეუღლე მანუჩარ კობახიძე ბრალდებული მედიკოსებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3000-ლარიანი გირაოს შეფარდებას სამარცხვინოს უწოდებს. 

,,სირცხვილია, ადამიანის მკვლელობაზე 3000-ლარიანი გირაოთი გამოუშვებ ვინმეს?" - განაცხადა მანუჩარ კობახიძემ.

მეგი ბაქრაძის მეუღლე არ გამორიცხავს, რომ სამივე ბრალდებულმა გამოძიებას ჩვენება კლინიკის ხელმძღვანელობის რჩევით მისცა.

ცნობისთვის, გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულებს – ვიოლეტა ინასარიძეს, თეა გზირიშვილსა და ბექა ლიპარტელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე პროკურატურამ ახალციხის "კლინიკა იმედის" თანამშრომლებს ბრალი წარუდგინა. ბრალდებული ექიმის, ვიოლეტა ინასარიძის მეორე ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია და პირველ ჩვენებაში იცრუა.

შეგახსენებთ, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,"ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system