თავში

მეგის ქარდავა რუსთავის ციხეში გადაიყვანეს - PHOTO

მეგის ქარდავა რუსთავის ციხეში გადაიყვანეს
მეგის ქარდავა რუსთავის ციხეში გადაიყვანეს - PHOTO

უკრაინიდან საქართველოში ცოტა ხნის ექსტრადირებული ყოფილი მაღალჩინოსანი, მეგის ქარდავა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მიიყვანეს.

მეგის ქარდავას ინტერესების დამცველი მალხაზ ველიჯანაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრას ორშაბათს გეგმავს. 

ადვოკატი ამბობს, რომ მეგის ქარდავა არცერთ ბრალდებას არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ბრალდებული აპირებს, რომ 5 საქმეზე, რომელზეც მას უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი, გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში.

“ძალიან მოულოდნელი იყო თუნდაც გაეროს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ასევე უამრავი დარღვევა იყო, პროცედურები დარღვევებით მიმდინარეობდა და იმედს ვიტოვებდი, რომ ობიექტურად იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს არაობიექტურ გადაწვეტილებას და იმას, რომ რაღაც გარიგება იყო. 

დააკავეს, შეასახლეს საპატიმრო დაწესებულებაში და დაიწყება პროცედურები, სასამართლო განახლდება უკვე ჩვეულებრივ, ერთი თვის ვადაში გაასაჩივრებს იმ განაჩენებს, რომელიც გამოტანილია. არც ერთ განცხადებაში მას უღიარებია და პირიქით, კატეგორიულად გამორიცხავს და ყველაფერს პოლიტიკურ დევნას უწოდებდა,“ - განაცხადა მეგის ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა.

მეგის ქარდავა კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოიყვანეს.

ცნობისთვის, მეგის ქარდავა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, მათ შორის საუბარია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობაზე, ასევე წამებისა და არადაამიანური მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდზე.

საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვს.

გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system