თავში

მეგიზე იმდენი გამოძიება არ არის დაწყებული, რამდენიც ჩემზე - გარდაცვლილი მედდის მეუღლე

მეგიზე იმდენი გამოძიება არ არის დაწყებული, რამდენიც ჩემზე - გარდაცვლილი მედდის მეუღლე
მეგიზე იმდენი გამოძიება არ არის დაწყებული, რამდენიც ჩემზე - გარდაცვლილი მედდის მეუღლე

ახალციხის პოლიციაში გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის მეუღლის გამოკითხვა დასრულდა.

თითქმის 4-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, უწყებიდან გამოსულმა მანუჩარ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საავადმყოფოში სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე მის წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული.

მისივე თქმით, კითხვების მეტი ნაწილი სწორედ აღნიშნულ ფაქტს უკავშირდებოდა და არა მისი მეუღლის გარდაცვალებას. 

„მეგიზე იმდენი გამოძიება არ არის დაწყებული, რამდენიც ჩემზე. ჩემზე 187-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, ნივთის დაზიანებაზე. ასევე, კითხვები დამისვეს, რა მოხდა საავადმყოფოში, რა ვნახე. ყველაფერზე პასუხი გავეცი. ჩემს პოზიციას შემდეგ გაგაცნობთ. საქმეს ბოლომდე მივიყვან“, – განაცხადა მანუჩარ კობახიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა და რეგულირების სააგენტოს ერთობლივი დასკვნა ორშაბათს, 29 მარტს გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,"ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system