თავში

მეგონა, მეგობრობის დღიურს ვავსებდი - ნოდარ მელაძე და მაკა ჩხლაძე სასამართლოში გამოკითხეს

მეგონა, მეგობრობის დღიურს ვავსებდი - ნოდარ მელაძე და მაკა ჩხლაძე სასამართლოში გამოკითხეს
მეგონა, მეგობრობის დღიურს ვავსებდი - ნოდარ მელაძე და მაკა ჩხლაძე სასამართლოში გამოკითხეს

„ტვ.პირველის“ თანამშრომლები - ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხნენ. 

ჟურნალისტები საქალაქო სასამართლოში ადვოკატის თანხლებით მივიდნენ.

საქმე ეხება ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი მაკა ჩიხლაძის და ნოდარ მელაძის ლიკვიდაციას გეგმავდნენ.

„მეგონა მეგობრობის დღიურს ვავსებდი, აინტერესებდათ, სად ვცხობვრობ, მამას რა ჰქვია, როგორ აღვიქვი ლევან მამალაძის ინტერვიუ. ხომ არ მაქვს განცდა, რომ ვინმე მითვალთვალებს ან მემუქრება. 

აინტერესებდათ, ხომ არ მქონდა კომუნიკაცია ლევან მამალაძესთან ან მის მიერ დასახელებულ პირებთან. ან მანამდე ხომ არ ვიცნობდი მათ და თუ მქონდა კომუნიკაცია. ასევე მკითხეს, ინტერვიუს მოსმენის დროს მქონდა თუ არა აღქმა, რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს მუქარა. ჩემთვის ეს იმ წამს არ იყო აღქმული მყისერ საფრთხედ“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ. 

ცნობისთვის, ლევან მამამალაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაცია იგეგმება. მისი მტკიცებით, ეს ინფორმაცია მას უკრაინული წყაროდან აქვს. 

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა ,,TV პირველის" გენერალური პროდიუსერი და წამყვანი,ნოდარ მელაძე და განაცხადა, რომ იგეგმებამისი და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაცია.

მელაძე ამბობს, რომ სამთავრობო მედიის ეთერში მსგავსი მასალები შემთხვევით არ ხვდება.

ჟურნალისტების განზრახ მკვლელობის მომზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ცნობისთვის, 6 მარტს, ,,ტვ პირველმა" ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც ბიძინა ივანიშვილის შვილი ღარიბაშვილს ფეისბუქ კომენტარის გამო გარკვეულ პირებზე ანგარიშსწორებას სთხოვს.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ნოდარ მელაძეს ბერა ივანიშვილის დაცვის წევრი მიხეილ წიკლაური დაემუქრა და Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: "ნოდარას დედის წამების ამსახველი ფოტო".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system