თავში

მენაბდე აქამდეც უნდა დაეკავებინათ, დანა სწორედ მას ეჭირა - მიხეილ კალანდიას ადვოკატი

მენაბდე აქამდეც უნდა დაეკავებინათ, დანა სწორედ მას ეჭირა - მიხეილ კალანდიას ადვოკატი
მენაბდე აქამდეც უნდა დაეკავებინათ, დანა სწორედ მას ეჭირა - მიხეილ კალანდიას ადვოკატი

დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირის დაკავებას, საქმეზე მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი აფასებს. 

ზურაბ თოდუას თქმით, გიორგი მენაბდე აქამდეც უნდა დაეკავებინათ, რადგან მისივე განმარტებით, დანაშაულის ჩადენის ერთადერთი იარაღი სწორედ მას ეკუთვნოდა.

"მენაბდის დაკავება აქამდეც უნდა მომხდარიყო. ჩვენ ხელისუფლებას ვადანაშაულებდით კონკრეტული დანაშაულის მფარველობაში, შესაძლოა, ისინი გონს მოეგნენ, ან უკვე იციან ადამიანის უფლებათა ეროვნულ სასამართლოში, სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელის შესახებ და ფაქტობრივად, სავარაუდოდ, რეალურ გზას დადგნენ. ჩემი აზრით, ის ერთი დანა, რომელიც ინკოგნიტოა და გამოძიებაში არ დევს, უნდა იყოს, რომელიც სწორედ მენაბდეს ეჭირა ხელში. პირდაპირ დასტურდება ბარბაქაძის მიერ მიცემული ჩვენება, სადაც ეს ბავშვი ამბობს, რომ მე ჩხუბში ჩავერთე მაშინ, როდესაც დავინახე, რომ მენაბდეს ზურგში დანა ჩაარტყესო. რატომ ჩაარტყეს მენაბდეს ეს დანა და რატომ კალანდიას არა, ამ კითხვას ვუსვამთ უკვე დიდი ხანია გამოძიებას. ალბათ, ის უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენდა მისი მეგობრისთვის, ვიდრე კალანდია.

კალანდიას მენაბდის ნაწილში არაფერი აქვს დანახული და ტყუილს როგორ იტყვის ბავშვი. მან თქვა, რაც არ დამინახავს იმას როგორ ვიტყვიო. 53-55 წამი გრძელდებოდა სულ ეს კონფლიქტი,"- განაცხადა კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუა.

დეკანოზ შიო მენაბდის შვილს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2001 წელს დაბადებული გ.მ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში აიყვანეს. შსს-ში აცხადებენ, რომ მან გ.ჯ-სა და მ.კ-სთან ერთად, მკვლელობის მიზნით დავით სარალიძეს ბასრი საქგნით დაზიანებები მიაყენა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system