თავში

მეორე ბავშვი, რომელზეც დაკავებული მამა-შვილი ძალადობდა, 8 წლის მსხვერპლის დაა

მეორე ბავშვი, რომელზეც დაკავებული მამა-შვილი ძალადობდა, 8 წლის მსხვერპლის დაა
მეორე ბავშვი, რომელზეც დაკავებული მამა-შვილი ძალადობდა, 8 წლის მსხვერპლის დაა

მეორე არასრულწლოვანი, რომელზეც სამეგრელოში დაკავებულმა მამა-შვილმა სექსუალურად იძალადა, იმ 8 წლის ბავშვის დაა, რომელზეც დაკავებულები 2 წლის განმავლობაში ძალადობდნენ. ამის შესახებ "რუსთავი 2" იუწყება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებული მამა-შვილის საქმეში არსებობდა მეორე არასრულწლოვანი მსხვერპლიც, დღეს პროკურატურამაც გაავრცელა . უწყების ცნობით, დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს ზ.გ-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართაც ჩაიდინა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება.

სამეგრელოში მომხდარ მძიმე დანაშაულში ბრალდებული მამა-შვილის ადვოკატმა ცოტა ხნის წინ პოლიციის განყოფილება დატოვა. ის ორივე დაკავებულს შეხვდა. ბრალდებულებთან შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და აღნიშნა, რომ საქმის მასალებს ეცნობა.

დაზარალებული ბავშვის ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ მამა-შვილი მძიმე დანაშაულს მოზარდის მიმართ სისტემატურად, ორი წლის განმავლობაში ჩადიოდნენ და მას ფაქტის გამხელის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით და ასევე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system