თავში

მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს

მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს
მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს. 

ვერდიქტი რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

გადაწყვეტილება 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად მიიღო. კობიაშვილი გამართლდა ორივე ბრალდებაში.

განაჩენის გამოცხადებას გორის სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური მოჰყვა.

მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახის წევრების თქმით, კობიაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი, უსამართლოა. 

შეგახსენებთ, 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. 

კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. 

ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system