თავში

მეტრეველი: ოქრუაშვილი იყო მინისტრი და პასუხი უნდა აგოს

მეტრეველი: ოქრუაშვილი იყო მინისტრი და პასუხი უნდა აგოს
მეტრეველი: ოქრუაშვილი იყო მინისტრი და პასუხი უნდა აგოს

ბუტა რობაქიძის საქმეზე ზურაბ ადეიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო.

ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში არ გამოცხადდა,მიზეზად საარჩევნო კამპანია დასახელდა. 

დღეს, ბუტა რობაქიძის დედა უნდა დაეკითხათ. ია მეტრეველის თქმით, ოქრუაშვილი ბუტას მკვლელობის დროს შს მინისტრი იყო და შესაბამისად, მომხდარზე პასუხი უნდა აგოს.

"იმ დღიდან ვსაუბრობდი ფაქტზე, რომ ის იყო მინისტრი და მის გარეშე არაფერი არ შეიძლება მომხდარიყო. ანუ ის, რაც ჩაიდინეს, გარდა იმისა, რომ ბავშვი უდანაშაულოდ მომიკლეს, ერთადერთი შვილი, იმის შემდეგ, რაც გააკეთეს, ეს ყველაფერი მან იცოდა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სააკაშვილთან ერთად მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ახლა ცდილობს, რომ ძალიან იოლად გამოვიდეს ამ საქმიდან. აქამდეც ასე იყო – ნამდვილად ეგონა, რომ ყველაფერი ასე შერჩა მარტივად. სინამდვილეში ასე არ არის, რადგან ის იყო მინისტრი და როგორ შეიძლება რომ პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდეს ამაზე," - განაცხადა ია მეტრეველმა.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ ოქრუაშვილის დაუსწრებლობის მიუხედავად, შემდეგი სხდომა ჩატარდება და ია მეტრეველი 13 ოქტომბერს დაიკითხება.

ბუტა რობაქიძის საქმეზე, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system