თავში

მეუღლეს 5 საათი სცემდა და აწამებდა - პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

მეუღლეს 5 საათი სცემდა და აწამებდა - პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
მეუღლეს 5 საათი სცემდა და აწამებდა - პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობის, წამების და მუქარის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 24 თებერვალს, ბრალდებულმა, საკუთარ სახლში, იმ მიზეზით, რომ თითქოს, მის მეუღლეს არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერისა და საკუთარი ფულადი სახსრების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მის მიმართ განახორციელა წამება.

ბრალდებული ღალატის ფაქტის აღიარების მიზნით, მეუღლეზე 4-5 საათის განმავლობაში ფიზიკურად ძალადობდა, სცემდა მას და აწამებდა. წამების შემდეგ, ბრალდებულმა დაზარალებული წაიყვანა მშობლების სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლის ძმას, მამას და იარაღის დემონსტრირებით და გასროლით, დაზარალებულის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2021 წლის 25 თებერვალს შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1441 მუხლის 1-ლი ნაწილით (წამება - პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის და აღიარების მიღება, პირის დასჯა მის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის), სსკ-ის 111-126-11 მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა - სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია), სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მუქარა ოჯახის წევრის მიმართ), სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system