თავში

მგონი დღეს ბრეგვაძემ ერთადერთხელ თქვა სიმართლე - ადვოკატი

მგონი დღეს ბრეგვაძემ ერთადერთხელ თქვა სიმართლე - ადვოკატი
მგონი დღეს ბრეგვაძემ ერთადერთხელ თქვა სიმართლე - ადვოკატი

ბრეგვაძეს არავის ამოცნობა არ შეუძლია, არავისთვის ხელის დადება არ შეუძლია, ვინაიდან არ დაუნახავს, - ამის შესახებ თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ განაცხადა.

ფოფხაძის თქმით, მას არ დაუნახავს ვინ გადმოვიდა მანქანიდან და რამდენი პირი გადმოვიდა. 

"მგონი დღეს მოხდა ის, რომ ბრეგვაძემ ერთადერთხელ დღეს თქვა სიმართლე. მან განაცხადა ის, რაც იყო ფაქტი, რომ მას არაფერი არ დაუნახავს. არ დაუნახავს ის თუ ვინ გადმოვიდა მანქანიდან, რამდენი გადმოვიდა. რა განახორციელეს მათ ისიც ფაქტობრივად არ დაუნახავს. დაადასტურა მხოლოდ ის, რომ გაიქცა, დაიმალა შენობაში და შემდგომ იქიდან უყურებდა. არავის ამოცნობა არ შეუძლია, არავისთვის ხელის დადება არ შეუძლია ვინაიდან არ დაუნახავს", - აღნიშნა გიორგი ფოფხაძემ. 

ცნობისთვის, თიბლისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე დღეს კიდევ ერთხელ დაკითხეს.  

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system