თავში

მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზაზა სარალიძის შეთავაზებას პასუხობს

მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზაზა სარალიძის შეთავაზებას პასუხობს
მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზაზა სარალიძის შეთავაზებას პასუხობს

მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა, მზად არის, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის შეთავაზება მიიღოს და მის კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხოს. 

როგორც ზურაბ თოდუამ report.ge-ს განუცხადა, ზაზა სარალიძესთან დებატები შესაძლებელია და ის ამისთვის მზად არის, თუმცა, მისი თქმით, გააჩნია, რომელ არხზე სთავაზობს მას პირდაპირ ეთერში საუბარს ზაზა სარალიძე. 

ზურაბ თოდუა არ აკონკრეტებს, რომელი სატელევიზიო არხების ეთერია მისთვის მიუღებელი. მისი თქმით, დაელოდება კონკრეტულ შეთავაზებას და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს. 

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს, ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუასთვის, პირდაპირ ეთერში კითხვების დასმა სურს. ამის შესახებ სარალიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ბოდიშს ვუხდი ყველა მედიასაშუალებას დღევანდელი ჩემი საქციელიდან გამომდინარე.

არ გთხოვთ პატიებას, თქვენ თქვენ საქმეს და პროფესიას ემსახურებით. ვიცი უნდა გავითვალისწინო ყველაფერი.
უფალმა გვაპატიოს ყველა ცოდვა!!!
მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება, ბატონი ზურაბ თოდუა დაითანხმეთ პირისპირ დამიჯდეს და რამდენიმე კითხვას დავუსვამ. პირობას ვდებ, საქმის მასალებს და დეტალებს არ შევეხები და მითუმეტეს არც პოლიტიკური იქნება ჩემი კითხვები.
მხოლოდ და მხოლოდ პირისპირ და პირდაპირ ეთერში.
ბოდიშს გიხდით კატეგორიულობისთვის!!!“
- წერს ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს, საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ კალანდიას პროცესი მიმდინარეობდა, ზაზა სარალიძემ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა. მან პროცესზე შვილის ფოტოები ადვოკატებს მიაყარა და დარბაზიდან გამოვიდა. ზაზა სარალიძე პროცესზე , როგორც დაზარალებული მხარე სიტყვით გამოვიდა. სარალიძის თქმით, მას კონკრეტულ პირებთან გარიგებაში ადანაშაულებენ , რაც აბსურდია. სარალიძის განმარტებით, მას აგრესია აქვს ადვოკატების მიმართ, რომლებიც მისივე მტკიცებით, აცხადებენ, რომ "დავით სარალიძე ღირსი იყო, რომ მოკლეს".

სწორედ ამ განცხადების შემდეგ, ზაზა სარალიძემ მისი შვილის ფოტოები ადვოკატების მისამართით ისროლა და პროცესი შეძახილებით "ეს შთამომავალი მომიკლეს კალანდიებმა და სუბელიანებმა" დატოვა. როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, სხდომებს აღარ დაესწრება.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მოხდა. ახალგაზრდებს შორის მოხდარი დაპირისპირების შედეგად ორი არასრწულოვანი - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. მიხეილ კალანდიას დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას ედავებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system