თავში

მიხეილ კალანდიას განაჩენი ცნობილია - VIDEO

მიხეილ კალანდიას განაჩენი ცნობილია
მიხეილ კალანდიას განაჩენი ცნობილია - VIDEO

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნეს. მას 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებას კალანდიას ოჯახის წევრების პროტესტი მოყვა. კალანდიას მამის, თენგიზ კალანდიას განცხადებით, სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო. 

მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით, თითქმის ორწლიანი გამოძიების შემდეგ, 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. 

მანამდე, სააპელაციო სასამართლომ საქმეში დამნაშავედ ცნო არასრულწლოვანი გ.ჯ.

ხორავას საქმეზე მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა 21 თებერვალს დაასრულა. ბოლო სხდომაზე კალანდიას დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას მოუსმინეს. ადვოკატი ზურაბ თოდუა საქმეში კალანდიას ბრალეულობას გამორიცხავდა და აცხადებდა, რომ ფარდულში მას სარალიძისთვის რაიმე ბასრი ნივთი არ დაურტყამს.

საბოლოო სიტყვის წარმოთქმის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმა მიხეილ კალანდიამ. მიხეილ კალანდიას მტკიცებით, ის უდანაშაულოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები კი - ყალბი. მან პროკურორს მიმართა და ჰკითხა, არის თუ არა მზად, გაანალიზოს, რომ უდანაშაულო ადამიანს ციხეში უშვებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველანაირად სცადა, ყალბი მტკიცებულებები მოეპოვებინა. არ ვიცი, ვის რაში სჭირდებოდა. თუნდაც ციხეში ჩავჯდე, ამისთვის მზად ვარ, თუმცა ჩემი მთავარი მიზანი ის იქნება, რომ სიმართლე გაირკვეს. ყველა გაიგებს სიმართლეს. მთავარი ისაა, რომ შენ თავთან მართალი იყო“, – განაცხადა მიხეილ კალანდიამ.

შეგახსენებთ, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system