თავში

მიხეილ რამიშვილი: ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებში ვერ შევედით

მიხეილ რამიშვილი: ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებში ვერ შევედით
მიხეილ რამიშვილი: ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებში ვერ შევედით

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ვერცერთ სოციალურ ქსელში შეხვლა ვერ მოხერხდა. 

მისივე თქმით, მათ მოთხოვნად კვლავ რჩება, საქმეში FBI-ის ჩართვა.

„სოციალური ქსელი Facebook, Gmail, Youtube, ვერცერთ სისტემაში ვერ შევედით აბსოლუტურად. სამსახურეობრივი email-იც იყო, რომლის კოდი 7 დღის წინ იყო შეცვლილი - ვერსად ვერ შევედით. როგორც პროკურატურამ ბრძანა, Facebook-ის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მიმართავენ, რათა გამოითხოვონ შინაარსობრივი ინფორმაციები და ყველა იმ სოციალური ქსელებიდან სრული ინფორმაცია. ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვღებულობთ, რაც არის სოციალურ ქსელებში

როგორც გავიგე, რაღაც ინფორმაციები კიდევ მოიძიეს და ამ ყველაფრის პროგრამირება მიმდინარეობს. შესაბამისად, დამატებით არის ინფორმაციები, რომლის დამუშავება მიმდინარეობს. ყველაფერი ეს უნდა დამუშავდეს, რომ სრული ინფორმაცია მივიღოთ. ფაილი მოიძებნა, სადაც იყო კოდირება, მაგრამ მაინც ვერ იხსნება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქმეში FBI ჩაერთოს. მოგეხსენებათ, როდესაც შინაარსობრივი ინფორმაციის გამოთხოვაა, მაშინ უკვე ფედერალური საგამოძიები ბიუროს ნების გარეშე არ ხდება მიღება. ეს უკვე არის მოთხოვნა და სავალდებულოა. როგორც ამბობენ, ყველაფრის აღდგენას და დამუშავებას შეძლებენ. გარანტიას იძლევიან, რომ როდესაც „ფეისბუქის“ ადმინისტრაციიდან შინაარსობრივ ინფორმაციას მიიღებენ, ნდმ-ის დონეზეც კი იქნება ყველაფერი იდენტურიო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი მხრიდან იქნება მოწოდება და მოთხოვნა, რომ ყველაფერი იყოს მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპით“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს..

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system