თავში

მიხეილ რამიშვილი: მეც დამაკავებენ

მიხეილ რამიშვილი: მეც დამაკავებენ
მიხეილ რამიშვილი: მეც დამაკავებენ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, ფურცხვანიძის შემდეგ მის დაკავებასაც არ გამორიცხავს.

მისი თქმით, ეს იქნება პირდაპირ ნიშანი, რომ გამოძიება დამნაშავეებს ხელს აფარებს.

რამიშვილის აცხადებს, რომ დავით ფურცხვანიძე 30 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებდა გამგზავრებას.

"ეს პირდაპირ მინიშნებაა იმის, რომ ესე რომ ვთქვათ, წყარო იყო ეს ჩვეულებრივად, რომელმაც თქვა, რომ სხვა წყაროსგან მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც ბატონი დავით ფურცხვანიძე დააკავეს, თუ იმაზეა საუბარი, რომ ეს არის ე.წ. გაყალბებული ფოტომასალა, მე გავასაჯაროვე, მე მოვიტანე და მე გადავეცი ინფორმაცია გამოძიებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მე დამაკავებენ აუცილებლად, ჩამომაშორებენ საქმეს და ეს არის პირდაპირ იმის ნიშანი, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიება მკვლელებს, დამნაშავე ჯგუფს აფარებს ხელს. ეს იმას ნიშნავს, რომ დავით ფურცხვანიძე 30-ში მიემგზავრებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქიდან ჩამოქონდა ისეთი ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდებოდა რომ ავტომობილი არ იდგა 18-დან 22 ივლისამდე შემთხვევის ადგილზე და ყველა ის, რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას, არის ყალბი და დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არის მოკლული. მაინც გადმოიგზავნება ისინი, მაინც მოვა ჩემამდე და ახლა ჩემამდე რომ არ მოვიდეს, მე უნდა დამაკავონ. ჩემს გარდა, სხვასთან მივა ის ინფორმაცია, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან უნდა მოვიდეს და მაინც გასაჯაროვდება და მაინც ნახავს საზოგადოება და მთელ საქართველოს ვერ დაიჭერენ,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მიხეილ რამიშვილს ე.წ. სატელიტის ფოტოები გაუგზავნა, დღეს დააკავეს. საქმე ე.წ სატელიტის ფოტოებს ეხება. 

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს იმ ადგილის სატელიტური ფოტოები მიაწოდა, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი იპოვეს. მოგვიანებით პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებული ე.წ სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია, რაც შესაბამისი ექსპერტიზით დადასტურდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system