თავში

მიხეილ სააკაშვილი დღეს სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება

მიხეილ სააკაშვილი დღეს სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება
მიხეილ სააკაშვილი დღეს სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ჩანიშნულ პროცესს ვერ დაესწრება. ადვოკატის ინფორმაციით, მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომელიც მათი თქმით თავს სუსტად გრძნობს.

ბექა ბასილაიამ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებზც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება.

"დღეს შედგება საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით პროცესი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნების გამო ასამართლებენ. ხვალ გველოდება პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ პრაქტიკულად მტკიცებულება არ არსებობს, ხოლო მომდევნო კვირაში იქნება პიჯაკების საქმე, რომელსაც სისხლის სამართლის საქმე ფაქტობრივად ფორმალურადაც კი ვერ ვუწოდებთ. ეს არის ყველა ნორმალურ პირობებში გაწეული ხარჯისთვის პრეზიდენტის გასამართლება. ამ საქმეებზე ხელისუფლება ცდილობს, თავისი პროპაგანდა ააგოს, თუმცა საზოგადოებამ უკვე ნათლად იხილა, თუ როგორი აბსურდული საქმეები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმართული", - თქვა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system