თავში

მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადასვლას არ დათანხმდება

მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადასვლას არ დათანხმდება
მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადასვლას არ დათანხმდება

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში პატიმრის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველები არ ეთანხმებიან. 

ბასილაიას თქმით, პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება.

"რამდენიმე დღის წინ მათ თქვეს, რომ დაცვის მხარემ მიუთითოს ნებისმიერ კლინიკაზე თბილისში და მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას მოვახდენთ იქ. გუშინ კი მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის გაცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება 18-ე დაწესებულებაში.

ეს არის პირდაპირ იმ პრაქტიკის უარყოფა, რაც აქვს ციხის ადმინისტრაციასა და პენიტენციურ სამსახურს მთელი წლების მანძილზე. ეს არის პირდაპირ მინიშნება იმაზე, რომ ისინი აწყობენ პროვოკაციას და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავენ. ახლა ამბობენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში უნდა იქნეს გადაყვანილი, სადაც არის ათასობით პატიმარი და მსჯავრდებული სხვადასხვა საქმეზე და იქ უნდათ მოაწყონ "შუმოვკები" და უნდათ დადგან პროვოკაციული სცენები", - ამბობს ბასილაია.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება.

მისივე თქმით, სამკურნალო დაწესებულება სრულად არის გამართული, რათა მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 21 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system