თავში

მიხეილ სააკაშვილის დანაშაულის დაფარვის ფაქტზე კიდევ 2 პირი დააკავეს

მიხეილ სააკაშვილის დანაშაულის დაფარვის ფაქტზე კიდევ 2 პირი დააკავეს
მიხეილ სააკაშვილის დანაშაულის დაფარვის ფაქტზე კიდევ 2 პირი დააკავეს

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს.

ვეფხვაძე დამატებით დეტალებზე ის არ საუბრობს.

“დაკავებულია კიდევ ორი პირი დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. თავად მსჯავრდადებულის, მიხეილ სააკაშვილი მარშრუტის შესახებ გამოძიებისთვის ყველა დეტალი ცნობილია.

ამასთან, შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება 364 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოყვანასა და სათანადო პირობების შექმნას. ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მტკიცებულებების მოგროვება და არ არის გამორიცხული, ბრალდებულ ცომაიას დაუმძიმდეს ბრალდება,” — ამბობს პროკურორის.

მანამდე, დაკავებული იყო ელგუჯა ცომაია, რომელმაც, ბრალდების თანახმად, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლასა და მის გადამალვაში შეუწყო ხელი. კერძოდ, ბრალდების თანახმად, ის იმ ბინის მეპატრონე იყო, საიდანაც ექსპრეზიდენტი დააკავეს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო უწყება მუშაობს საკუთარი მოქალაქის უკან დასაბრუნებლად.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის ყოველთვის ცდილობს უკრაინის მოქალაქეების უკან დაბრუნებას და ეს ეხება მიხეილ სააკაშვილსაც. მისი ინფორმაციით, უკრაინის საელჩო, ისე როგორც მთელი მინისტრთა კაბინეტი, მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ ოქტომბერს ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ ბათუმში იყო.

ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში იმყოფებოდა.

მმართველი პარტიაში აცხადებდნენმ რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, ხოლო ბათუმში გადაღებული ვიდეოები ყალბია.

"ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

ნახეთ, სად და რა ვითარებაში დააკავეს მესამე პრეზიდენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system