თავში

მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა დასრულდა

მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა დასრულდა
მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა დასრულდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის გამოკითხვა დასრულებულია. მიხიელ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს ჩვენებას სამი საათის განმავლობაში აძლევდა. 

მიხეილ სააკშვილის ჩვენება გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას მომხდარ ფაქტებს ეხებოდა. ამ საქმეზე ინპექტორის წარმომადგენლებმა ერთხელ უკვე მოისმინეს, თუმცა დღეს მესამე პრეზიდენტს გამოძიებამ დამატებითი კითხვები დაუსვა.

როგორც გამომძიებელმა გიორგი მიქელაძემ განმარტა, კითხვები შეეხებოდა ყველა იმ გარემოებას, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის პირველი გამოკითხვის შემდეგ გამოვლინდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებმა ფაქტის შეფასებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურისგან მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის პროცესის ამსახველი სრული მასალა მიიღო.

"მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა შეეხებოდა პირველი გამოკითხვის შემდეგ მის მიერ და ასევე, საჯაროდ გავრცელებულ სხვა ინფორმაციებს. კითხვები შეეხო იმ გარემოებებს, რომელიც გამოიკვეთა პირველი გამოკითხვის შემდეგ, მათ შორის, მისი სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებებიდან. ყველა პირი იკითხება თუ ვინმეს შემხებლობაშია, ან რაიმე ინფორმაციას თეორიულად შეიძლება ფლობდეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციური სამსახურისგან მოიპოვა მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად", - განაცხადა მიქელაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system