თავში

მიხეილ სააკაშვილის მძღოლის ჩვენება ხელმისაწვდომი გახდა

მიხეილ სააკაშვილის მძღოლის ჩვენება ხელმისაწვდომი გახდა
მიხეილ სააკაშვილის მძღოლის ჩვენება ხელმისაწვდომი გახდა

მიხეილ სააკაშვილის მძღოლის ჩვენება საჯარო გახდა. ტრაილერის მძღოლი, სადაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იმყოფებოდა საზღვრის კვეთის დროს, აღწერს იმ გარემოებებს, რა მიზნითაც დაეხმარა მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში. 

"რუსთავი 2"-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ელგუჯა ცომაიამ ამხილა მარშრუტის ყველა მონაწილე. მათ შორის შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე და სააკაშვილის მძღოლი - იური.

"უკრაინაში გია ლორთქიფანიძის თხოვნით ჩავედი, ჩემი სატვირთო ავტომობილი მაწვნითა და არაჟნით დავტვირთე. შემდეგ, გიამ მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩემამდე მისი მძღოლი იურა მიიყვანდა. ჩერნომორსკში, მძღოლმა მოიყვანა მიხეილ სააკაშვილი, მას თან ახლდა გია ლორთქიფანიძე. მიხეილ სააკაშვილი შემოვიდა სატვირთო ავტომობილში და მოსასვენებელ კაბინაში მოთავსდა, რის შემდეგაც სატვირთო გემზე დავტვირთეთ," - აცხადებს ელგუჯა ცომაია ჩვენებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system