თავში

მიხეილ სააკაშვილის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა

მიხეილ სააკაშვილის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა
მიხეილ სააკაშვილის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დასრულდა. ბრალდების საქმე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე შემდეგი სხდომა 22 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

დღევანდელ სხდომას მესამე პრეზიდენტი საკუთარი გადაწყვეტილებით არ ესწრებოდა. დღეს სასამართლომ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა. 

დაცვის მხარის ადვოკატების მოთხოვნით, საქმეს დერთვება "ოცნების" ლიდერების განცხადებები, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბოლო დასკვნა. 

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს სამართლებრივი დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილი, მისივე განმარტებით, სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, იმ ქვეყანაში დაბრუნებულიყო, რომელსაც 9 წლის განმავლობაში თავად მართავდა. ბასილაიას თქმითვე, ეს იყო პოლიტიკური აქტი და გმირული ნაბიჯი. ადვოკატის განმარტებით, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება სისხლის სამართლებრივი კატეგორიით არ უნდა შეფასდეს, რადგან ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო სახელმწიფოებრივი.

პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, ბრალდების მხარე მტკიცებულებებით საუბრობდა, დაცვის მხარე კი საქმის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას ცდილობდა.

ცნობისთვის, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს 5 ბრალდებული ჰყავს. მიხეილ სააკაშვილთან ერთად განსასჯელის სკამზე იმავე ბრალდებით ელგუჯა ცომაიაც აღმოჩნდა. მესამე პრეზიდენტის დახმარებისთვის კი გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system