თავში

მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიერ, 21 ოქტომბერს გავრცელებული ვიდეოჩანაწერების თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს ცილისმწამებლურს უწოდებს და განმარტავს, რომ მათ ჯერ კიდევ 20 ოქტომბერს გადაეცათ როგორც აღნიშნული ჩანაწერი, ისე - ფოტო და ვიდეო მასალა, რომლებიც მკაფიოდ ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტს.

„ცილისმწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ 20 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის, ე.ც.-სა და გ.ნ-ს ადვოკატებს, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გადაეცათ საქმის მასალები, რომელთაც, ნივთიერი მტკიცებულებების სახით, თან დართული აქვს როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, ისე - არაერთი სხვა ფოტო და ვიდეომასალა, რომლებიც მკაფიოდ ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტს და ამ საქმეში ფიგურანტი სხვა პირების მონაწილეობას.

ასევე, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი, სხვა ვიდეოჩანაწერებთან ერთად, გამოძიებამ საწყის ეტაპზევე მოიპოვა და თუ საქართველოს პროკურატურა საჭიროდ ჩათვლიდა ამ ჩანაწერების, როგორც მტკიცებულებების გასაჯაროებას, აღნიშნულს ბრიფინგის დღესვე ოფიციალურად გააკეთებდა, რადგან მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებაზე არ არსებობს არანაირი სამართლებრივი შეზღუდვა.

მივიჩნევთ, რომ დღეს გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები და ფაქტების დამახინჯება ემსახურება პროკურატურის დისკრედიტაციის და მიზანმიმართული გადაბრალების მცდელობას.

აქვე დავძენთ, რომ ბოლო პერიოდში, გამოძიების პროცესშივე საქმის მასალების გასაჯაროების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რაც უკვე საგანგაშო ტენდენციაზე მიუთითებს. საქართველოს პროკურატურა ამ მიმართულებით, ევროპული და სხვა წამყვანი ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "იმედმა" გუშინ უკრაინიდან საქართველოში ტრაილერით მომავალი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გაავრცელა, სადაც ის მისი გატაცების შესაძლო სცენარზე საუბრობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system