თავში

მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატები შევიდნენ

მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატები შევიდნენ
მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატები შევიდნენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება მისცეს.

ნიკა გვარამია, დიმიტრი საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად შევიდნენ. 

პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისას მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გვაინ ღამით გადაიყვანეს.

მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხის ეზოში სააკაშვილის ადვოკატებმა, ენმ-ის წევრებმა და აქტივისტებმა დაიწყეს შეკრება, ტერიტორიაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს.

ენმ-ის წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სამსახურს რუსთავის ციხეში საკუთარი ნებით არ გაჰყვებოდა. ხერხეულიძე ვარაუდობს, რომ ის რუსთავში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. ამასთან, მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ისევ დაიწყებს შიმშილობას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system