თავში

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს ბრალი წარედგინა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს ბრალი წარედგინა
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს ბრალი წარუდგინა. ლევან ზურაბაშვილს უწყება ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას ედავება. 

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას ფსიქიატრიული ექსპოერტიზა შეისწავლის. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, თბილისში, აკ. წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის” შენობაში შეიჭრა ლ.ზ., რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ლ. ზ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.

ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system