თავში

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს
20 ივნისის საქმეზე ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს

20 ივნისის საქმეზე დაკავებულების პროცესები გრძელდება. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის,  კახაბერ კუპრეიშვილისა და ცოტნე სოსელიას საქმეს განიხილავენ.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ. 

ბრალდებულების ადვოკატის, ვახტანგ იაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან და საქმეში არ არსებობს არც ერთი სერიოზული მტკიცებულება, რომელიც მათ ბრალეულობას დაამტკიცებს.

მისივე თქმით, ისევე, როგორც წინა სხდომებზე დღესაც პოლიციელები დაიკითხებიან, რომლებიც მხოლოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და დაკავებულებთან შემხებლობაში არ ყოფილან.

"როგორც ყოველთვის, გამოცხადდებიან პოლიციელები და გვიამბობენ, მათი პარლამენტთან ყოფნის შესახებ, თუმცა, ბრალდებასთან დაკავშირებით როგორც ადრე, ასევე დღეს, ვერაფერს მოგვაწვდიან და შესაბამისად, კრება დარჩება მხიარული", - განაცხადა ვახტანგ იაშვილმა

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაკავებულებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system