თავში

მინდია გოგოჭურს ახალი ბრალი წარედგინა

მინდია გოგოჭურს ახალი ბრალი წარედგინა
მინდია გოგოჭურს ახალი ბრალი წარედგინა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს ბრალი სამი მუხლით წარედგინა.

126-ე მუხლის პირველ ნაწილს და 236-ე მუხლს, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის მუხლიც დაემატა.

დაკავებულის ადვოკატის თქმით, გოგოჭური ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ცნობისთვის, მინდია გოგოჭური გუშინ დააკავეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო რაც ძალადობას-ცემას გულისხმობს.

გამოძიება ასევე მიმდინარეობდა 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, ოზურგეთის სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system