თავში

მირზა სუბელიანის შვილი: დავით სარალიძე, მიხეილ კალანდიას არ მოუკლავს

მირზა სუბელიანის შვილი: დავით სარალიძე, მიხეილ კალანდიას არ მოუკლავს
მირზა სუბელიანის შვილი: დავით სარალიძე, მიხეილ კალანდიას არ მოუკლავს

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე, ალექსანდრე სუბელიანმა ჩვენება მისცა და განმარტა, რომ მიხეილ კალანდიას დავით სარალიძე არ მოუკლავს. როგორც სუბელიანმა პროცესზე განაცხადა, მიხეილ კალანდიას ის ტელეფონით შეეხმიანა და დახმარება სთხოვა, პასუხად, დეიდაშვილმა დაამშვიდა და უთხრა არ ენერვიულა, რადგან მასთან მალე მივიდოდა. სუბელიანის თქმით ის დავით სარალიძის უშუალოდ დაჭრის ფაქტებს არ შესწრებია თუმცა, მკვლელობა მიხეილ კალანდიას არ ჩაუდენია.   

"ჩვენ არ გვქონია შეთანხმება, რომ უნდა გვეჩხუბა, იარაღი უნდა წაგვეღო ან რამე მსგავსი ან მითუმეტეს იქ ვინმე უნდა მომკვდარიყო. შესარიგებლად მივდიოდით რეალურად, ფაქტობრივად შევრიგდით, რა დროსაც დათო სარალიძე უკანა მხარეს იყო, წინ გადმოინაცვლა და უხეში საუბარი. გიორგი ჯანაშიამ ხელი დაადო მხარზე და დამშვიდებისკენ მოუწოდა. სარალიძემ შეაგინა, ვის ეხებიო, დაიწყო ჩოჩქოლი, ბიჭები შუაში ჩადგნენ და აშველებდნენ. საბოლოოდ ვერ შეაკავეს და დაიწყო ჩხუბი. ვიღაცა ყვიროდა სისხლიო, ვერც ვხედავდი, რა ხდებოდა, სავარაუდოდ, სარალიძისგან შეურაცხყოფა ვერ მოითმინა და დაარტყა გიორგიმ. ფარდულში რაც მოხდა ჩემი თვალით არ მინახავს, რადგან უშუალოდ იქ არ ვყოფილვარ, თუმცა დავინახე ბარბაქაძე როგორ უქნევდა რაღაც საგანს იქვე ბოძთან მდგომ დადუნაშვილს, რომელიც ხელებს იფარებდა. იმ მომენტში ვერ გავიაზრე რა იყო, ჩვათვალე რომ უბრალოდ ჩხუბობდნენ, თუმცა შემდეგ გავიაზრე და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სარალიძის მიმართაც აქვს გამოყენებული დანა ბარბაქაძეს. პირადი საუბრებიდანაც და ლოგიკური დასკვნებითაც ვხვდები, რომ დადუნაშვილის გარდა მან სარალიძესაც დაარტყა დანა." - აღნიშნა სუბელიანმა დაკითხვისას.

ალექსანდრე სუბელიანმა ჩვენების მიცემისას ისაუბრა სხვა დეტალებზეც, თუ როგორ მიიყვანა ის პოლიციის განყოფილებაში მირზა სუბელიანმა, როგორ მისცა ჩვენება და ჩააბარა სამოსი ექსპერტიზისთვის.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system