თავში

მისთვის ეს უკიდურესად პრინციპულია - ნიკა გვარამია

მისთვის ეს უკიდურესად პრინციპულია - ნიკა გვარამია
მისთვის ეს უკიდურესად პრინციპულია - ნიკა გვარამია

სასამართლოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისმა ადვოკატმა მოინახულა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის პრინციპულია, 2 დეკემბერს ჩანიშნულ პროცესს დაესწროს.

"მე აღარ გავაკეთებ კომენტარს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ჩვენ ვისაუბრეთ მეორე საქმესთან დაკავშირებით. 2 დეკემბერს არის ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა. მისთვის უკიდურესად პრინციპულია, რომ ამ საქმეს დაესწროს. ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართებით არანაირი შეფერხება არ იქნება. ესაა, რაც მინდოდა, მეთქვა, დანარჩენი თვითონ ილაპარაკა. პროკურატურა დღეს ცდილობდა, არ მიემართა მიხეილ სააკაშვილს ქართველი ხალხისთვის. პროკურატურა ასევე ცდილობს, რომ ის ციხეში ჩასვან ბევრი წლით, მაგრამ ეს ასევე არ გამოუვა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system