თავში

,,მკვლელებო!!! ეს თქვენი არჩევანია..." - თეონა თამაზაშვილი

,,მკვლელებო!!! ეს თქვენი არჩევანია..." - თეონა თამაზაშვილი
,,მკვლელებო!!! ეს თქვენი არჩევანია... - თეონა თამაზაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს. 

,,მკვლელებო!!! ერთი რამ გახსოვდეთ, თამარმა მოწამეობრივი სიკვდილი არჩია ოჯახის გადასარჩენად, თქვენ კი თქვენი სიცოცხლით წირავთ თქვენივე მოდგმის ცხრა თაობას. ეს თქვენი არჩევანია და მე თქვენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ", - წერს თეონა თამაზაშვილი. 

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 

ცნობისთვის, 18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

გარდაცვლილის ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system