თავში

მკვლელობა ჩუმლაყში - დამნაშავეს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

მკვლელობა ჩუმლაყში - დამნაშავეს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა
მკვლელობა ჩუმლაყში - დამნაშავეს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

სოფელ ჩუმლაყში, 25 მარტს მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საუბარია ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტ, მალხაზ ბადუაშვილთან დაკავშირებულ კრიმინალურ ფაქტზე, რა დროსაც ბადუაშვილს და კიდევ 2 პირს ესროლეს. ბადუაშვილი დაიჭრა, ხოლო ერთი ადამიანი დაიღუპა.

პროკურატურის ინფორმაციით, თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მათი მტკიცებულებები და ბრალდებული ჯუანშერ ტურიაშვილი დამნაშავედ ცნო.

"პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ჯ.ტ.-ს კონფლიქტი ჰქონდა მ.ბ.-სთან, რის გამოც შურისძიების მოტივით მისი მკვლელობა განიზრახა. მსჯავრდებული 25 მარტს, დილის საათებში, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყთან, საავტომობილო გზაზე ჩაუსაფრდა დაზარალებულს და მისი ავტომანქანის მიმართულებით მართლსაწინააღმდეგო მფლობელობაში არსებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადად გაისროლა. სროლის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს დაზარალებულმა და ავტომანქანაში მყოფმა ორმა პირმა, ხოლო ერთი პირი მიყენებული მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2021 წლის 26 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარება, ) წარედგინა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 22 დეკემბერს, ჯ.ტ. სრულად დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system