თავში

მკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე- დაკავებულები მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

დაკავებულები მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა
მკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე- დაკავებულები მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

19 თებერვალს, ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირი მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა. მათ არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდათ.

ამ დრომდე ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ. ადვოკატის თქმით, საქმის მსვლელობამ სასამართლოში გამოკვეთა, რომ დაკავებული პირების ბრალდება არასწორად მოხდა.

„დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მაღალი ალბათობით, უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან არასწორად მოხდა მათი ბრალდება იმ 5 პირის მიმართ, რომლებიც დღეს სასამართლომ გაამართლა. რაც შეეხება მეექვსე ძებნილ პირს, მისი საქმე ამ საქმისგან გამოყოფილად მიმდინარეობს“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

50 წლის ზვიად ჯაფარიძე ვერცხლის ქუჩაზე, 19 თებერვალს მოკლეს. მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღოდა. მალევე პოლიციამ ლაშა სიხარულიძე, მისი ბიძა და სამი მეგობარი დააკავა. მთავარი ფიგურანტი, 40 წლის კაცი, ვინც, სავარაუდოდ, ჯაფარიძეს ესროლა, ამ დრომდე ძებნილია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system